კონფერენცია







 2018 წლის 12 დეკემბერს სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მიერ  ჩატარდა სასკოლო-სასწავლო კონფერენცია                                                                      ,,მკვლევარი". 


მოსწავლეები კონფერენციაზე შეეხნენ აქტუალურ საკითხებს: სამოქალაქო აქტივობა, ბულინგი, მიგრაცია, თვითმმართველობა.
მოსწავლეების ნამუშევრებს აფასებდა საპატიო ჟიური ბატონი ლადო ჭანტურია - სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე, მაია ჭანტურია - ჯვარის სათემო განატლების ცენტრის დირექტორი, ლალი აფაქიძე - ფილოლოგი, ჯვარის N3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. ჩვენს სკოლას ჰყავდა ძვირფასი სტუმრები, სკოლის კურსდამთავრებული ლადო ჭანტურია, სკოლის ყოფილი დირექტორი, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი, დამსახურებული მასწავლებელი ქალბატონი თამარ ქანთარია, სკოლის ყოფილი სასწავლო ნაწილის გამგე, ყველასთვის საყვარელი ღვაწლმოსილი პედაგოგი ქალბატონი მზია ხეცურიანი. სტუმრებმა სიტყვით მიმართეს სკოლაში შეკრებილ 1980 წლის სკოლის კურსდამთავრებულებს. იყო ღიმილიანი მოგონებები და ერთმანეთის მოფერება. გაიხსენეს გარდაცვლილი თანაკლასელები და კოლეგები. მათი შეხვედრა იყო ამაღელვებელი და დადებითი ემოციებით დამუხტული. სტუმრებმა ინტერესით მოისმინეს ბატონი ლადო ჭანტურიას მოსაზრებები განათლების სისტემაში არსებულ პრობლემები

                                                საპატიო სტუმრები







                                             მოსწავლეთა პრეზენტაცია












                         


ჯვარის N1 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის მიერ კონფერენციის ფორმატით ჩატარებულ პროექტ ,,მკვლევარში" მონაწილე მოსწავლეები სკოლის დირექციამ დაჯილდოვა სიგელებითა და წიგნებით. 

                 პირველი ადგილი - ქეთევან უბილავა
                 მეორე ადგილი -      მარიამ ფიფია,
                 მესამე ადგილი -       ნანა ჭანტურია










          ვულოცავთ მოსწავლეებს წარმატებას!

             პროექტი ,,მკვლევარი" გრძელდებაНачало формы






კონფერენცია ბაზალეთში

Комментариев нет:

Отправить комментарий